მთავარია ის შედეგი, რომელიც მივიღეთ, მთავარია ის ძალიან გამწვავებული პოლიტიკური პროცესები და, მინდა ვთქვა, რომ ეს მხოლოდ ქუჩაში მდგარი ადამიანების რაოდენობით არ იზომება. თუ ახლა რაღაც არ შეცვალა ხელისუფლებამ და თუ რამე კომპრომისზე არ წავიდა, ჩვენ მივიღებთ ძალიან მძიმე საარჩევნო კამპანიას, ძალიან პოლარიზებულს, აგრესიულს, სიძულვილით და დარღვევებით სავსეს. ამას ვერ ავცდებით, რადგან ამ ცვლილებების ჩაგდებით პირდაპირ შევედით უკიდურესად პოლარიზებულ პროცესებში, ეს ყველაფერი ქვეყანას საერთაშორისო რეპუტაციას უნგრევს და ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დაინგრიოს ან გაიფუჭოს საერთაშორისო რეპუტაცია.
პოლიტიკური კრიზისი
ჩუგოშვილი: ხელისუფლება თუ კომპრომისზე არ წავა, მივიღებთ ძალიან მძიმე საარჩევნო კამპანიას
tbl.ge/49yc
დაკოპირდა
თქვა თამარ ჩუგოშვილმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს მმართველმა ძალამ ჩააგდო პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის კანონპროექტი, რის გამოც იმავე დღეს პროტესტის ნიშნად უმრავლესობა დატოვა 9 დეპუტატმა, მათ შორის იყო თამარ ჩუგოშვილიც. კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ უმრავლესობა სულ 14-მა დეპუტატმა დატოვა.
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა