სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჯარზე

კილაძე ზურაბიშვილზე: სხვა რაღაცას გულისხმობდა, ვერ გამოხატა სათანადოდ რისი თქმაც სურდა

ჩვენ რა თქმა უნდა გვყავს ჯარი, რომლის იმედიც გვაქვს ჩვენი სამშობლოს დაცვისთვის. მე მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი სხვა რაღაცას გულისხმობდა, ალბათ, იმის თქმა უნდოდა, რომ ჩვენი ხსნა და მთავარი მიმართულება არის განათლება, მეცნიერება. მან ვერ გამოხატა სათანადოდ თუ რისი თქმა უნდოდა.

 

ასე აფასებს ქართული ოცნების დეპუტატი სოფო კილაძე სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადებას. "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გუშინ, საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნაზე. კონსტიტუციით პრეზიდენტი საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია.

კომენტარები