პრეზიდენტის განცხადება ჯარზე

უდუმაშვილი: პრეზიდენტმა ამ განცხადების მერე როგორ უნდა ჩახედოს ჯარისკაცებს თვალებში?

მე მაინტერესებს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ატარებს ქვეყნის მთავარსარდლის სტატუსს, ხომ მოუწევს ამ სტატუსით უახლოეს მომავალში ჩვენს ჯარისკაცებთან მისვლა. როგორ უნდა ჩახედოს მათ თვალებში და როგორ უნდა უთხრას, რომ თქვენ არაფერს წარმოადგენთ საერთოდ, თქვენ არც ჯარისკაცები ხართ, არც შეიარაღება გაქვთ და არც თავი, დაიცვათ თქვენი ქვეყანა. ეს უნდა უთხრას იმ ჯარისკაცებს, რომლებიც დღეს საერთაშორისო მისიებში ამაყად ატარებენ საქართველოს დროშად და მართლა თითით საჩვენებელი და გამორჩეული სამხედროები არიან. 

ამ ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ რუდუნებით ნაშენები ქართული არმია ერთ დღეში გაანადგუროს თავისი განცხადებებით

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 10 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ზურაბიშვილმა თქვა, რომ "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება".

კომენტარები