სესიაშვილი პრეზიდენტზე: ჩვენს ჯარსა და ღირსეულ ჯარისკაცებზე მეტი სიფრთხილით უნდა ვისაუბროთ

ჩვენი ჯარი, ჩვენი ჯარისკაცები არიან ჩვენი სიამაყე და ამიტომ მე ყველას მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, რომ ყოველთვის, როდესაც ვსაუბრობთ ჯარზე და ჩვენს ღირსეულ ჯარისკაცებსა და ოფიცრებზე, მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ, რამდენადაც ეს უკავშირდება ჩვენს ეროვნულ გრძნობებს და ემოციებს და ეს ჩვენი ახალგაზრდების პატრიოტული აღზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ხაზი გავუსვათ ჯარისკაცებისა და, ზოგადად, ჯარის მნიშვნელობას. 

ამიტომ, ჩვენი პრეზიდენტის განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეკონტექსტი იყო შედარებით განათლებასა თუ კულტურასთან, მეტი სიფრთხილით [უნდა გაეკეთებინა]

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება".

კომენტარები