ბაქრაძე: არმიის წინააღმდეგ ასეთი განცხადებები სახელმწიფოსთვის ფუნდამენტის გამოთხრაა

[სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჯარზე] არის პირდაპირი შეურაცხყოფა და შეტევა ამ ქვეყნის ყველაზე პატივსაცემ და მხარდაჭერილ სახელმწიფო ინსტიტუტზე. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც იარაღით ხელში, ფორმით იცავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. თითოეული ასეთი ადამიანი არის გმირი იმიტომ, რომ ისინი საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა არსებობდეს და არსებობდეს იმიტომ, რომ თითოეულ ჩვენგანს გვქონდეს დაცული და უსაფრთხო მომავალი. ამიტომ არმიის წინააღმდეგ ასეთი განცხადებების გაკეთება არის არმიაზე შეტევაც და ეს არის ამ სახელმწიფოს ინსტიტუციონალიზებული ფუნდამენტის გამოთხრაც. განსაკუთრებით საშიშია, როდესაც ამას აკეთებს პრეზიდენტი, მთავარსარდა და ის ადამიანი, ვინც პირდაპირ უნდა იყოს დაკავებული ჯარის, როგორც ინსტიტუტის, გაძლიერებით

ევროპული საქართველოს დეპუტატი დავით ბაქრაძე საუბრობს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაზე, რომელმაც თქვა, რომ "არც ჯარი გვყავს, არც იარაღი გვაქვს და არც გვექნება".

კომენტარები