სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჯარზე

ცქიტიშვილი: ქალბატონ სალომეს არ უნდოდა იმის თქმა, რაც თქვა

ქალბატონ სალომეს არ უნდოდა იმის თქმა, რაც მან თქვა, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯარიც გვყავს, შესაბამისის იარაღიც და აღჭურვილობაც აქვს ჯარს და რა თქმა უნდა, ჩვენ ჯარში მსახურობენ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ღირსეული წარმომადგენლები.

ამბობს მაია ცქიტიშვილი საქართვლოს პრეზიდენტზე, რომელმაც თქვა, რომ "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება". სალომე ზურაბიშვილმა, გუშინ, საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნაზე. მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტის სიტყვები დამახინჯებულად გავრცელდა. კრიტიკას გამოეხმაურა ზურაბიშვილიც, მისი თქმით, საქმეზე ორიენტირებული კრიტიკის ნაცვლად, "ჩასაფრებული პოზიციიდან პრეზიდენტის ყველა სიტყვა ხდება საქილიკო".

კომენტარები