ზურაბიშვილის განცხადება ჯარზე

მდინარაძე ზურაბიშვილზე: როცა პოლიტიკოსი ასეთ განცხადებას აკეთებს, საჭიროა მეტი სიფრთხილე

საქართველოს ჰყავს ჯარისკაცები, რომლითაც შეგვიძლია თავისუფლად ვიამაყოთ და არამხოლოდ საქართველოში, ამას აღიარებენ მთელს მსოფლიოში. ისინი ამერიკელი ჯარისკაცების და სხვა პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცების მხარდამხარ მშვიდობისთვის იბრძვიან. მაგალითად ავღანეთში და როდესაც ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი პოლიტიკოსი ასეთ განცხადებას აკეთებს, მე ვფიქრობ რომ ამ დროს მეტი სიფრთხილეა გამოსაჩენი. ნუ შეიძლება, გასაგებია რომ სხვა რამეს გულისხმობდა და სხვა რამეს ამბობდა, მაგრამ ასეთ განცხადებებს უნდა მოვეკიდოთ მეტი სიფრთხილით.

უმრავლეოსბის ლიდერი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაზე, რომელმაც თქვა, რომ "არც ჯარი გვყავს, არც იარაღი გვაქვს და არც გვექნება".

კომენტარები