სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჯარზე

კობახიძე ზურაბიშვილზე: ერთი განცხადებიდან ნუ შევქმნით ქარიშხალს

სამწუხაროდ, ისეთი განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა, რომელიც იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, რაც ძალიან ცუდია. თუმცა, რაც შეეხება გადადგომას, ეს ჩვენი რეკომენდაცია ვერ იქნება, არასწორია პრეზიდენტის მიმართ ასეთი რეკომენდაციით მიმართვა.

ქართულ ოცნებაზე აქ ვერ გვექნება საუბარი, საქართველოს პრეზიდენტი არ არის ქართული ოცნების შემადგენელი ნაწილი, ჩვენი მხარდაჭერითაა არჩეული, თუმცა არაა ქართული ოცნებბის შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად, მას აქვს თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება განცხადებას, არ მოგვეწონა და ამასთან დაკავშირებით ვაკეთებთ შეფასებას, თუმცა, როდესაც საუბარია პოლიტიკურ ცოდვებზე, ყველამ თავისი პოლიტიკური ცოდვები გაიხსენოს. შესაბამისად, ერთი განცხადებიდან ნუ შევქმნით ქარიშხალს. ეს ჩვენც არ მოგვეწონა, მაგრამ დრამატიზებასაც ნუ გავუკეთებთ ამ ყველაფერს.

ამბობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართვლოს პრეზიდენტზე, რომელმაც თქვა, რომ "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება". სალომე ზურაბიშვილმა, გუშინ, საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნაზე. მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტის სიტყვები დამახინჯებულად გავრცელდა. კრიტიკას გამოეხმაურა ზურაბიშვილიც, მისი თქმით, საქმეზე ორიენტირებული კრიტიკის ნაცვლად, "ჩასაფრებული პოზიციიდან პრეზიდენტის ყველა სიტყვა ხდება საქილიკო".

კომენტარები