პოლიციას აქვს მკაფიო პოლიტიკური დავალება, რომ ყველანაირად ხელი შეუწყოს იმ სამარცხვინო სხდომის ჩატარებას, რომელ სხდომასაც დღეს ატარებს უმრავლესობა. ამიტომ, ამის შესაბამისად მოქმედებენ ისინი. პროტესტი გაგრძელდება, მათ შორის, როცა იქნება ადამიანების საკმარისი რაოდენობა ქუჩის დასაკეტად, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი, ქუჩაც დაიკეტება. [ახლა] საკმარისი იყო, მაგრამ ძალით გაწიეს.
აქცია პარლამენტთან
ბაქრაძე: ქუჩის დასაკეტად ადამიანების საკმარისი რაოდენობა იყო, მაგრამ პოლიციამ ძალით გაწია
tbl.ge/4a2f
დაკოპირდა
ევროპული საქართველოს დეპუტატი დავით ბაქრაძე. დღეს, მას შემდეგ, რაც პარლამენტთან აქციის მონაწილეების რაოდენობა გაიზარდა, აქტივისტებმა ტროტუარებიდან გზის სავალ ნაწილზე გადაინაცვლეს. რამდენიმე წუთში პოლიციის კორდონი აქციის მონაწილეებს მიაწვა და ისინი ძალის გამოყენებით გადაიყვანა ტროტუარზე.
ამავე თემაზე
- პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენეს
- "გადადგეს მკვლელი მთავრობა!" – ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ პარლამენტთან აქცია იქნება
- პაპუაშვილი: ჰალსტუხიანი შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტეს დიალოგზე მოსვლა... რუსეთების ძახილით
- პარლამენტთან აქციაზე ევროპული საქართველოს ახალგაზრდული ფრთის წევრი დააკავეს
- "მეორედ მოსვლა"– ღარიბაშვილის მთავრობის დამტკიცების დროს სირცხვილია აქციას გამართავს