საპროტესტო აქცია პარლამენტთან

კობახიძე აქციაზე: 200 ნაციონალი ვერ დაბლოკავს პარლამენტის მუშაობას

გახსოვთ გუშინდელი ბაქიბუქი ბოკერია და სხვა ნაციონალები გამოდიოდნენ და აცხადებდნენ, რომ ღამისთევით მოგვიწევდა ჩვენ პარლამენტში დარჩენა, ვერ მოახერხებდა პარლამენტი შეკრებას და მუშაობას.

ბაქიბუქობდნენ, რომ 800 კაცს შეკრებდნენ, თუმცა 200 კაციც ვერ შეკრიბეს. დილით მოვედით, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს პარლამენტი და ჩვეულ რეჟიმში მიიღებს გადაწყვეტილებას. ბუნებრივია 200 ნაციონალი ვერ დაბლოკავს პარლამენტის მუშაობას.

ამბობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და ოპოზიციის წაერმომადგენლებზე. ოპოზიცია და "სირცხვილია" პარლამენტთან აქციას დილიდან მართავს. აქტივისტები აცხადებენ, რომ უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნას მაქსიმალურად შეუშლიან ხელს.

კომენტარები