ქართული ოცნება

ბოკერია აქციებზე: ჩვენ გვაქვს მოთმინებაც, რწმენაც და ვიცით რესურსების გამოზოგვაც

კიდევ ერთი სამარცხვინო დღე იყო პოლიტიკურად ივანიშვილის რეჟიმისთვის და ამ სამარცხვინო ლიდერის პოლიტიკური კლოუნებისთვის, კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერეს თავის ბიოგრაფიაში, კიდევ ერთხელ დემოკრატიას მიაყენეს ზიანი - მელიასთვის უფლებამოსილების მოხსნით კომიტეტზე, სამარცხვინო მოსამართლეების მხარდაჭერით კომიტეტზე, ჟურნალისტებზე უპრეცედენტო ძალადობით და გიორგი ვაშაძის და სხვა პოლიტიკური ფიგურების დაჭერით.  

ერთ რამეში ცდება ივანიშვილის რეჟიმი - ჩვენ გვაქვს მოთმინებაც, რწმენაც და ვიცით რესურსების გამოზოგვაც. ეს პროტესტი გაგრძელდება. მათ იმედი აქვთ, ახალი წლები მოდის, ხალხი დაიშლება და დაიღლებაო, კი, ახალი წელი მოდის, ხალხმა უნდა იზეიმოს, მაგრამ მერე შემდეგი წელი დადგება, გაზაფხულიც მოვა და იქამდეც გვაქვს დრო. რომც დაგვჭირდეს უფრო მეტი დრო, ვიდრე ქვეყანას სჭირდებოდა, ეს პროტესტი გაგრძელდება და ან გონს მოეგება თვითინ და უკან წაიღებს შეურაცხყოფას, რაც მიაყენა ქვეყანას ან ამ პროტესტის და მისი სამარცხვინო მოქმედების შედეგად თვითონ მოარყევს თავის რეჟიმს

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას აპროტესტებენ.

კომენტარები