იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

ბესელია: ამ შენობაში უფრო მძიმე სუნი დგას - უკანონობის და მთავარია, ეს დავძლიოთ

ამ შენობაში უფრო მძიმე სუნი დგას- უკანონობის და მთავარია, ეს დავძლიოთ, თორემ ამ ყველაფერს ეშველება...  ყველანაირად ვცდილობ, რომ როგორმე საბოლოო კენჭისყრა შევაჩერო... ამ პროცესს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს, დილიდან პროცედურა ისე დაიწყო და ისეთი უხეში დარღვევებით წარიმართა: დასკვნა არ არსებობდა, რეკომენდაცია ვის გაუწიეს და რატომ გაუწიეს, არ იყო ეს დასაბუთებული, დისკუსია არ გაიმართა, საერთოდ მსგავსი სხდომა არ მინახავს პარლამენტში. ჟურნალისტებთან დაკავშირებით რაც მოხდა, ახლა რომ უნდათ ოხანაშვილს და კილაძეს, მანდატურზე გადაიტანონ მთელი პასუხისმგებლობა, მისი დავალება იყო ეს, რაც ხდებოდა დარბაზში. მთლიანობაში ეს პროცესი არის ლეგიტიმაცია დაკარგული, ამიტომ მივმართე მე იმ კანდიდატებს, ვინც დარჩა, რომ გაიწვიონ ეს კანდიდატები უკან, გადაათვისუფლონ ქვეყანა და საკუთარი თავი ამ კრიზისისგან.

თქვა ეკა ბესელიამ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის რეკომენდაციებს ეყარა კენჭი. შეგახსენებთ, რომ სხდომა შეწყდა დარბაზში უსიამოვნო სუნის გავრცელების გამო, რაზეც პასუხისმგებლობა "სირცხვილიამ" აიღო, მათ დაწერეს, რომ "სისტემა ყარს."

კომენტარები