უსიამოვნო სუნი პარლამენტში

ლურსმანაშვილი სუნზე: კრიმინალებს, რომლებიც ასე მოქმედებენ კანონისმიერი მეთოდები ეკუთვნით

რათქმაუნდა დაზუსტებული იქნება კონკრეტულად რა ნივთირებაა გამოყენებული, ხოლო რაც შეეხება სამართლებრივი თვალსაზრისით მომხდარს, ეს უნდა შეფასდეს როგორც მიტანილი იერიში სახელმწიფო ინსტიტუციაზე, კერძოდ კი პარლამენტზე, მის საქმიანობაზე და მოგეხსენებათ საპარლამენტო სხდომის დაშლა, რა ფორმითაც არ უნდა მოხდეს შესაბამისი კანონმდებლობით ისჯება, ხოლო რაც შეეხება იმ განცხადებებს რომ ეს ცხოველებისთვის გამოყენებული სითხეა და ა.შ. - მე მათ ვუპასუხებდი, რომ კრიმინალებს, რომლებიც ასე მოქმედებენ ეკუთვნით ჩვენგან გამოყენებული იყოს კანონისმიერი მეთოდები და სწორედაც ამ კანონის ჩარჩოებში დადგება მათი პასუხისმგებლობა, ვინც ასე იქცევა და აუცილებლად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ჩვენი მოსახლეობა ხედავს როგორ იქცევა ის ძალა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ატერორებდა და სხვადასხვა მომწამვლელი ნივთიერებებით შლიდა სიტყვის თავისუფლებას, შეკრებილ მოქალაქეებს და ა.შ. გრძელდება ეს მეთოდები.

ქართული ოცნების დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი ეხმაურება პარლამენტის სხდომათა დარბაზში უსიამოვნო სუნის გაშვებას, რის გამოც სხდომა შეწყდა. ლურსმანაშვილი ერთ-ერთია იმ ოთხი ადამიანიდან, რომელიც დღეს პარლამენტში შეუძლოდ გახდა.

კომენტარები