პეტრიაშვილი: ჟურნალისტების ცემა-ტყეპა გაკლდათ, მოსკოვი-ფხენიანია ხუნვეიბინებო?

თქვენ მართლა ხო არ უბერავთ? მოუგეთ უკვე ბრაზილიას ფეხბურთში? ჟურნალისტების ცემა-ტყეპა გაკლდათ! მოსკოვი-ფხენიანია თქვენ მართლა ხუნვეიბინებო? მანდატურებს და პოლიციელებს, ვინც ამ უკანონო ბრძანებებს აძლევს, ყველას მოეთხოვება! რა მოკლე მეხსიერება გაქვთ! არავის არ უნდა წინა ხელისუფლების შეცდომების გაანალიზება! ყველა ერთი და იგივე ნიჩაბზე აბიჯებთ ფეხს და ტარს ირტყავთ ცხვირ-პირში! რატომ, რატომ, რატომ თორე კი? ხალხი ალცაიმერის წამალს იგონებს, მფრინავ ტაქსებს და ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს, აქ კიდევ ჟურნალისტებს ურტყავთ! მერე იძახეთ, ვაშინგტონში, ბრიუსელში ყველა ნაცები არიან! სახელმწიფოს ნიშნები წაიშალა უკვე!

დღეს, ტაბულას ჟურნალისტი თიკო ერაძე კომიტეტის სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით პარლამენტის მანდატურმა, ალექსანდრე ყაველაშვილმა, ასევე პარლამენტის დაცვის უფროსმა, თორნიკე ჯანელიძემ გაიყვანეს - ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი მინისტრი, ბუკა ბეტრიაშვილი საკუთარ Facebook-ზე ამ ფაქტს გამოეხმაურა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები