სუნი პარლამენტში

მდინარაძე: ალბათ, ხალხი ვეღარ მოაგროვეს და ბოლოს ხსნარი დაასხეს, კინაღამ მოკლეს 3 ადამიანი

უბედურება სჭირთ, უკვე ისეთ საოცრებებს აკეთებენ და მაინც ერთ ჟარგონს გამოვიყენებ - ისეთ ფსკერზე, ისეთ გოიმურ სიტუაციაში ჩავარდნენ, რომ აი, წარმოუდგენელი ამბავი სჭირთ - ალბათ, ხალხი ვერ მოაგროვეს, ბლოკირება ვერ მოახერხეს, აღარ იციან, რა ქნან და ბოლოს შემოვიდნენ, ხსნარი დაასხეს რაღაც, კინაღამ მოკლეს სამი ადამიანი

იმედთან საუბარში ვიცესპიკერი მამუკა მდინარაძე პარლამენტის დარბაზში უსიამოვნო სუნის მქონე ხსნარის დასხმაში ევროპული საქართველოს დეპუტატებს ლელა ქებურიას და ირმა ნადირაშვილს ადანაშაულებს.

კომენტარები