ევროპული საქართველო

რატომ ყარდა პარლამენტი - სერგი კაპანაძემ დღის მთავარი 11 მიზეზი ჩამოთვალა

დღეს:

1. პარლამენტის პიკეტირება მოახდინა ოპოზიციამ;
2. 18 ადამიანი დააკავეს სრულიად უსამართლოდ;
3. უგულავას სასამართლო ჩაუტარეს და პასპორტი წაართვეს;
4. ნიკა მელიას პარლამენტის მანდატი წაართვეს;
5. გიორგი ვაშაძე დააკავეს და ხვალ სასამართლო აქვს;
6. ჩრდილელი წავიდა უმრავლესობიდან;
7. დაჩი ბერაიამ ფეხი ჩაარტყა რომან გოცირიძეს;
8. ჟურნალისტი გაათრიეს კომიტეტის დარბაზიდან კომიტეტის თავმჯდომარის ბრძანებით;
9. უზენაესის მონამართლეები დაამტკიცეს უვადოდ;
10. აშშ-ს საელჩომ უმწვავესი განცხადება გააკეთა;
11. დღის ბოლოს გახარიამ რუსულად მოარტყა პრესკონფერენცია.

და კიდევ აქეთ გიკვირთ რა ყარდა პარლამენტში?

12 დეკემბერს პარლამენტის სხდომა, სადაც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეებისთვის აპირებდნენ კენჭისყრას, რამდენიმე საათით გადაიდო, რადგან დეპუტატებმა სასესიო დარბაზში უცნაური, აუტანელი სუნი იგრძნეს.

კომენტარები