კობახიძე "ოცნების" აქციაზე: ეს იქნება აბსოლუტურად საზეიმო ღონისძიება

ეს იქნება აბსოლუტურად საზეიმო ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას. ბუნებრივია, ვერანაირი დაპირისპირების საფუძველი ეს ვერ გახდება.

მიზანი ეს არ არის, მაგრამ ბუნებრივია, ქართული ოცნების ძალასაც დაინახავს დღეს საზოგადოება. ყოველთვის ვაცხადებდით, რომ ჩვენს უკან დგას ხალხის მხარდაჭერა, ეს დასტურდება არჩევნებით და ეს დასტურდება ზოგადად იმ გარემოთი, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში და ამის მორიგი დასტური იქნება დღევანდელი ღონისძიება. თუმცა, ძალის დემონსტრირება არ არის მიზანი, მიზანი არის ის, რომ ერთად ვიზეიმოთ მნიშვნელოვანი მოვლენა, ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის კომენტარი 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილ სახელისუფლებო აქციის შესახებ. აქციაზე მიყვანის მიზნით საჯარო მოხელეებზე ზეწოლასა და მათ იძულებაზე ცნობებს ადასტურებენ ომბუდსმენი და არასამთავრობო ორგანიზაციები. კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები