ბოკერია: ივანიშვილის გუნდის მძიმე მდგომარეობა უფრო დამძიმდება, ვნახოთ, როდის მოეგებიან გონს

წინა შეხვედრაზე იძულებულნი იყვნენ, ეთქვათ, რომ უნდა გაცნობოდნენ კონკრეტულ შეთავაზებას მრავალმანდატიან კომპონენტზე და მოეტანათ მათი პასუხი. ვნახოთ, რა პასუხს მოიტანენ. ან ახლა მოიტანენ ამ პასუხს, ან მერე. მანამდე მათი დამსახურებული პოლიტიკური წვალება და წნეხი გაგრძელდება. ამიტომ მე არანაირ პროგნოზებს არ ვაკეთებ. მძიმე მდგომარეობაშია ივანიშვილის გუნდი და ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება მანამ, სანამ არ მოეგებიან გონს. ვნახოთ, ეს გონს მოგება მოხდება დღეს, შემდეგ რაუნდზე, ჩვენ გვაქვს მოთმინებაც, ვიცით რესურსების გამოზოგვაც. ამ მოლაპარაკებებშიც ვიქნებით მოქნილები და მოწადინებული, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, ოღონდ ეს არ მოხდება საზოგადოების ინტერესების ხარჯზე და იმ ფორმულით, რომ ივანიშვილის ცუდი საქციელის მძევლები ვიყოთ.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგა ბოკერიას კომენტარი ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკების მესამე რაუნდის დაწყებამდე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები