ვაშაძე: ხელისუფლება კატეგორიულ უარზეა მრავალმანდატიან ოლქებზე, პარასკევს კიდევ შევხვდებით

ძალიან წვალობს ხელისუფლება, იმიტომ, რომ ვერ ღებულობს პროპორციულს, ვერ ღებულობს ვერც გერმანულს და ვერც მის მოდიფიცირებულ ქართულ ვარიანტს, კატეგორიულად უარზე არიან მრავალმანდატიან ოლქებზე, მოკლედ, არაფერი არ მოსწონთ, უფრო სწორად, ინსტრუქცია არ აქვთ, ჩვენ მანდატი გვაქვს, მათ მანდატი არ აქვთ.

პარასკევს კიდევ ერთხელ შევხვდებით. ერთი სასიქადულო რამ ნამდვილად გავიგეთ - ყველა , მათ შორის ხელისუფლების წარ,ომადგენლები არიან უკმაყოფილო იმ სისტემით, რომელიც არსებობს, მაგრამ თუ დედამიწის ზურგზე არსებული არც ერთი სამართლიანი სისტემა არ გინდა, გაუგებარია, მაშინ რა გინდა

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, დიპკორპუსის მონაწილეობით, მოლაპარაკების მესამე რაუნდი დასრულდა.

კომენტარები