არჩევნები 2020

ბოკერია: ივანიშვილს ესაუბრონ და მოიტანონ პასუხები, იქამდე გაგრძელდება მათი იზოლაცია

გრძელდება ივანიშვილის გუნდის წვალება ამ რაუნდში, ითხოვეს მეტი დრო, რადგან არც პასუხები აქვს, გააზრებულიც არ აქვთ მოდელი, ჩვენ გვაქვს მოთმინებაც, რწმენაც და რესურსებიც, რომ გავაგრძელოთ ეს პროტესტი. წავიდნენ, ივანიშვილს ესაუბრონ, მოიტანონ პასუხები შემდეგ რაუნდზე.

იქამდე გაგრძელდება მათი იზოლაცია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, სანამ გონს არ მოეგებიან, მარტივი საკითხია - შემოვიდნენ განხილვაში ჩვენი შემოთავაზების მრავალმანდატიანი კომპონენტის, ოღონდ, გააზრებულიც არ აქვს და არც პასუხები არ აქვთ არაფერზე, დრო სჭირდებათ? კი ბატონო, ჰქონდეთ დრო, ეს არის ჩვენი პოზიცია

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მრავალმანდატიანი საარჩევნო სისტემა საქართველოსთვის მიუღებელია და ამ საკითხზე შეთანხმება არ შედგება. მომდევნო რაუნდი პარასკევს, 20 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები