გიგა ბოკერიას საქმე

ბოკერია დაკითხვაზე: დევნა ჩემამდეც იყო დაწყებული, ეს სიტუაცია უკვე შექმნილია

ჩემამდეც უკვე დაწყებული იყო ეს დევნა, თან ბევრად უფრო აქტიური ფორმით, ვიდრე ჩემს შემთხვევაში. გიგი უგულავას, ნიკა მელიას ბრალი აქვთ წარდგენილი, ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, გავრილოვის ღამის დროს დაკავებული პირები ციხეში არიან. ეს სიტუაცია უკვე შექმნილია. ამაში ახალი არაფერია.

ამიტომ გაგრძელდება ბიძინა ივანიშვილის იზოლაცია და წნეხი და ამიტომ მოეგება გონს. არა იმიტომ, რომ ცალკეული პერსონა, ან მე ან ვინმე არის დევნის ქვეშ, არამედ იმის გამო, თუ საერთო ჯამში საით მიჰყავს ქვეყანა.

ძალიან ცდება, თუ ჰგონია, რომ ამ მეთოდებით ამ აღშფოთებას ჩაახშობს ახლა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია საუბრობს პროკურატურის მიერ მის გამოკითხვაზე დაბარებას. ბოკერია ამბობს, რომ დაკითხვაზე მაგისტრატ მოსამართლესთან მივა. საქმე, რომელიც ბოკერიას უშიშროების საბჭოს მდივნობის პერიოდში დახარჯულ თანხებს ეხება, 2014 წლის შემდეგ არ განახლებულა.

კომენტარები