დავით ბერძენიშვილი კონგრესემენების წერილზე: ეს ამერიკის სახელისუფლებო პოზიციაა 

კონგრესმენების წერილში მთავარი არის სწორედ იმის აღნიშვნა, რომ ასობით ადამიანი: პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, დემონსტრანტი, ხელისუფლების მიერ სანქცირებული ძალადობით დაშავდა და პროპორციული არჩევნების უკან წაღება არის მიუღებელი. პრაქტიკულად, ეს არის მითითება და გაფრთხილება, მოთხოვნა ამერიკის ხელისუფლების მხრიდან. ესენი არიან საქართველოს კომისიის თანათავმჯდომარეები კონგრესში, ანუ ეს არ არის ერთი რომელიმე კონგრესმენის ან კონგრესმენთა ჯგუფის, თუნდაც ერთი პარტიის პოზიცია. ეს პრაქტიკულად ამერიკის სახელისუფლებო პოზიციის გამოხატვაა. 

თქვა "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, დავით ბერძენიშვილმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში. იგი გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრის და საქართველოს თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარის, ადამ კინზინგერის წერილს, რომლითაც კონგრესმენმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერს, გიორგი გახარიას მიმართა და ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის დიალოგისკენ მოუწოდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები