მოზარდის თვითმკვლელობა

გოცირიძე: დაუყონებლივ უნდა გადადგეს შს მინისტრი

სწორედ ამ გამოუძიებელმა და სისტემაში არსებულმა ამ ბოროტმა მექანიზმმა შეიწირა 15 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე. წინა დანაშაულებების დაფარვა გახდა ერთ-ერთი მიზეზი ამ დანაშაულისა და მომავალი დანაშაულებებიც სწორედ ამ სისტემის უკუღმართობისა და დანაშაულებრივი ბუნების ბრალი იქნება. 

პირველი რაც უნდა გაკეთდეს, დაუყონებლივ უნდა გადადგეს შს მინისტრი და სასწრაფოდ უნდა წარიმართოს გამოძიება ობიექტურად.

სამართალდამცავი სისტემები, სასამართლო სისტემა გამოყენებულია საარჩევნოდ და "ოცნების" პოლიტიკური ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ასეთ ვითარებაში, ყოველი მსგავსი დანაშაული იფარება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ამიტომ, 15 წლის მოზარდი არის სისტემის მსხვერპლი და როდესაც სისტემაა დამნაშავე, პირველ რიგში პასუხი უნდა აგოს სისტემის ხელმძღვანელმა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე პოლიციაში დაკითხვის შემდეგ 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობაზე.

კომენტარები