მოზარდის თვითმკვლელობა

კილაძე: უდიდესი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დიდ არაადამიანობად მიმაჩნია

ჩვენ დაგვემართა დიდი ტრაგედია მთელს საზოგადოებას და ახლა კონკრეტული პირების ბრალეულობა რაც არის, ამ ბრალეულობას უნდა მივხედოთ. ეს არის ორჯერ ორი ოთხი. სპეკულაციები, პოლიტიკური თემის შემოტანა ამ დიდ ტრაგედიაში, ვიღაცების მხრიდან ამ უდიდესი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, მიმაჩნია ძალიან დიდ არაადამიანობად.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის შესახებ. 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები