თურნავა მოზარდის თვითმკვლელობაზე: დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი

ძალიან დიდი ტრაგედიაა. მე, როგორც მთავრობის წევრი, როგორც ქალი, როგორც დედა, ძალიან ვწუხვარ იმ ტრაგიკული შემთხვევის გამო, რაც დასრულდა მოზარდის, ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილით. მე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა, რომ მთელი მთავრობის სახელით ვთქვა, რომ მოზიარენი ვართ ამ ოჯახის ტრაგედიისა, თუმცა ძალიან კარგად მესმის, რომ ძალიან რთულია ანუგეშო ოჯახი, რომელმაც ასეთი ტრაგედია განეცადა. 

რაც შეეხება გამოძიებას, იცით, რომ აქ მოკვლევას აწარმოებს დამოუკიდებელი ორგანო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კითხვას, რაც კი არსებობს ამასთან დაკავშირებით, გაეცემა პასუხი

ეკონომიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი ნათია თურნავა საუბრობს გარდაცვლილ 15 წლის მოზარდზე, რომელმაც დაკითხვის დროს გამომძიებლების მხრიდან სავარაუდო ზეწოლის გამო თავი მოიკლა.

კომენტარები