განათლების რეფორმა

მინდიაშვილი: განათლების რეფორმა უნდა ეკეროს ყველას პირზე, ისეთ მძიმე დღეში ვართ ამ მხრივ

კიდევ იმის ცქერაა ძალიან მძიმე, რომ პოლიტიკოსები და ექსპერტები, ბოლო წლებია, ძირითადად მხოლოდ წარსულსა და აწმყოზე ლაპარაკობენ. იშვიათად, ვინმე რომ სერიოზულად განიხილავდეს იმას, როგორი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფო მას შემდეგ, რაც ეს უმოწყალოდ ჩაფლავებული ხელისუფლება შეიცვლება, როგორ გავაჩინოთ ამ ქვეყანაში დარჩენის, შრომის, განათლების მიღების სურვილი, როგორ დავძლიოთ სიღარიბე.

მე, 2008 წლის შემდეგ, საერთოდ არავისგან მომისმინია აზრიანი მსჯელობა იმაზე, რომ აუცულებელია განათლების ყოვლისმომცველი, ძირფესვიანი რეფორმა და როგორ უნდა განხორციელდეს ეს ცვლილებები. არადა, სწორედ განათლების რეფორმა უნდა ეკეროს ყველას პირზე, ისეთ მძიმე დღეში ვართ ამ მხრივ

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი წერს Facebook-ზე.

კომენტარები