ლუკა სირაძის საქმე

საია-ს თავმჯდომარე: სიმძიმის ცენტრის გადატანა სკოლაზე არის სირცხვილი და უპასუხისმგებლობა

რა მოხდა სკოლაში, ბევრს არაფერს ცვლის ჩემთვის, რადგანაც მთავარი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით - მოზარდის გაყვანა და მარტო დატოვება მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე - ორივე საკითხი დაკავშირებულია პოლიციის განყოფილებაში მოზარდის გამოკითხვასთან. ამაში სკოლა არ მონაწილეობდა. ახლა ისრების, სიმძიმის ცენტრის გადატანა სკოლაზე არის სირცხვილი და უპასუხისმგებლობა. ჩვენ ამას ვხედავთ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდანაც - მათ ჯერ ირიბად, შემდეგ პირდაპირ დაიწყეს თითის გაშვერა სკოლისკენ. რაც უნდა ქნან და რა მანქანაც უნდა ჩართონ სოციალურ ქსელებში იქნება, თუ ტრადიციული მედიის საშუალებით, ეს ვერ შეამცირებს პასუხისმგებლობას, რომელიც უნდა დადგეს. დღეს ჩვენ ბრიფინგზე ვთქვით, რომ, მინიმუმ, სამი პირია კიდევ სამართალდამცავი ორგანოდან, ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. ჩვენ მივყვებით ამ საქმეს ბოლომდე.

საია-ს თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ, ამაზე ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა

კომენტარები