წულუკიანი: საქმე გაცილებით კომპლექსურია, ვიდრე ერთი გამომძიებლის მიერ მოზარდის დაკითხვა

ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ის, რომ დღეს ამ თემაზე საუბრობს განათლების მინისტრი და სისტემა. როგორც ჩანს და როგორც მოსალოდნელიც იყო, ეს საქმე არის გაცილებით უფრო კომპლექსური, ვიდრე ერთი გამომძიებლის მიერ არის არასრულწლოვნის გამოკითხვა თუ დაკითხვა, მნიშვნელოვანია, ორი მიმართულებით გამოვიინოთ ყურადღება:

1. გამოძიება, რომელიც მიჰყავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის. ეს არის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც სწორედ ამგვარი საკითხების გამოძიებისთვის სპეციალურად შეიქმნა. მეც, როგორც თქვენ, ვაკვირდები, გაფართოვდება თუ არა სპექტრი გამოსაკითხი ან პასუხისგებაში მისაცემი პირების, მაგრამ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ჩვენც ვერც დასკვნებს გავაკეთებთ და ვერც მითითებებს მივცემთ მათ.

2. მიმართულება, რომელიც ეხება განათლების სისტემაში სიახლეების შეტანას. მინისტრმა თქვა, რომ მას ექნება სამოქმედო ხედვა და გეგმა, ერთადერთი, რასაც ჩვენ დღეს ხაზი უნდა გავუსვათ არის, ვიფიქროთ იმაზე, რომ კერძო სკოლები დაექვემდებარონ იმავე ტიპის მოთხოვნებს, რასაც საჯარო სკოლები. ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ერთერთი ფუნდამენტი იმ გეგმისა. საგანმანათლებლო დაწესებულება რომ არის კერძო, ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ მათ არ უნდა შეეხოთ, თუნდაც მკაცრი რეგულაციები

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე.

კომენტარები