ცქიტიშვილი მოზარდზე: პოლიტიზება ძალიან უხერხულია, ამ ასაკში არიან მიდრეკილები სტრესისკენ

ეს ძალიან ფრთხილი საკითხია. არ არსებობს შემთხვევა თვითმკვლელობის, რომელიც ერთ კონკრეტულ მიზეზს უკავშირდებოდეს. ყველა ფსიქოლოგი გეტყვით, რომ ამას სჭირდება ბევრი მიზეზის ერთობლიობა და, შესაბამისად, ბევრ მიზეზში უნდა ვეძებოთ გადაწყვეტის გზა, მათ შორის ის, რომ მასზე, როგორც ჩანს, იყო ზემოქმედება გამოძიების პროცესში, ეს არის ფაქტი. ასევე, შეიძლება, საგანმანათლებლო პროცესში, შეიძლება, სხვა მიზეზებიც იყოს, ძალიან კომპლექსურია და მე ვფიქრობ, ამაზე პოლიტიზება ძალიან უხერხულია. ამ ასაკში არიან მიდრეკილები სტრესების მიმართ და მე ვფიქრობ, მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ამ სისტემაში საჭიროა, რომ უფრო მეტი აღმზრდელობითი კომპონენტი იყოს გაძლიერებული და ადამიანები, მასწავლებლები უფრო მეტად გრძნობდნენ ბავშვების სტრესულ გარემოს

ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი საუბრობს 15 წლის მოზარდზე, რომელმაც დაკითხვის დროს გამომძიებლის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის გამო თავი მოიკლა.

კომენტარები