მოზარდის თვითმკვლელობა

ვოლსკი: ადამიანის ცხედარზე მისეული პოლიტიკური სვავები ფიქრობენ, გამორჩენა მიიღონ

რეალობა ისაა, რომ, გინდა თუ არა პოლიციისკენ უნდა წავიდეს ყველა ისარი, მაშინ, როდესაც ამ ბავშვის სიკვდილი მრავალი ფაქტორით არის განპირობებული. შესწავლის ნაცვლად, ეს ადამიანის ცხედარზე მისეული პოლიტიკური სვავები, ფიქრობენ რომ როგორმე გამორჩენა მიიღონ აქედან. ხან სტრასბურგის მიერ გამტყუნებულ გამომძიებელს განიხილავენ, ხან ყველა საკითხი უნდათ რომ პოლიციისკენ გაიშვირონ და რეალობაში პრობლემა იქნეს მივიწყებული. თვითმკვლელობის პროპაგანდა ჩვენთან არის სახეზე. ადამიანები დადიან და წერენ ისეთს, მათ შორის საინფორმაციო საშუალებები, უკეთებენ ტირაჟირებას მოწოდებებს, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანწილად განაპირობა კიდევ ახალი თვითმკვლელობის მიზეზი, რომელიც დღეს მოხდა. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტებს დადგენა უნდა, მუშაობა უნდა მათ პრევენციას.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე და ამ საქმეში ბრალდებულ გამომძიებელზე საუბრობს.

კომენტარები