მოზარდზე ზეწოლა

კალაძე: მერია იმოქმედებს ისე, როგორც სჭირდება ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს

წარწერები წაიშლება და არავის მიეცემა სუიციდის პროპაგანდის შესაძლებლობა და უფლება. ეს არის ძალიან სახიფათო, ძალიან ცუდი და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს პროტესტი. პროტესტი გამოხატონ, არანაირი პრობლემა არ არის, არავინ ხელს არ შეუშლის მათ, მაგრამ ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც სახიფათოა ისევ და ისევ ახალგაზრდებისათვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის. დედაქალაქის მერია იმოქმედებს ისე, როგორც სჭირდება ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს

თბილისის მერის თქმით, "სუიციდის პროპაგანდის შემცველი" ყველა წარწერა წაიშლება. 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის შემდეგ, თბილისსა და რეგიონებში მოქალაქეები სხვადასხვა ადგილას წერენ ფრაზას "ამ ცხოვრების დედაც", "ამ სისტემის დედაც" - ისინი ასე აპროტესტებენ მოზარდზე პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობას.

კომენტარები