ცოტნე გამსახურდიას საქმე

ვაშაძე: ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არავინაა დაცული. ეს სისტემა კი არა, უსისტემობაა

მთავრი პრობლემა გვაქვს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არავინ არის დაცული და პირველი პრეზიდენტის შვილს დღეს, ფაქტობრივად, სამუშაო პერიოდში, ადამიანს ქუჩაში ესხმიან თავს და ასეთ სისხლიან გარჩევას უწყობენ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ქვეყანაში, სადაც სისტემა თავიდან ბოლომდე ჩამოშლილია. პოლიცია, სამართალდამცავი ორგანოები, სხვა საკითხზე არიან გადართულნი და ისინი არ იცავენ ადამიანების უსაფრთხოებას. ასევე, ბათუმში ჩვენ ვნახეთ ძალიან საგანგაშო ფაქტი, როცა პოლიციელი დაჭრეს, თავს დაესხა ადამიანი. ეს სისტემა კი არა უსისტემობაა უკვე. ეს იცით რას ნიშნავს? ჩვენ ფაქტობრივად გვაქვს ქვეყანა, სადაც ყველაფერი ჩალპა და ჩამოიშალა.

პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე ტვ პირველის ეთერში. პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია რამდენიმე საათის წინ, თავის სახლთან, ცივი იარაღით დაჭრეს. მას ახლა თავის ქალაზე გადაუდებელ ქირურგიულ ოპერაციას უტარებენ. შსს-მ გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები