საქართველო - აშშ

კონგრესმენი პრაისი: ჩვენთვის ღირებულია NDI-ის და IRI-ის საქმიანობა საქართველოში

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში პოლიტიკურ მღელვარებას აქვს ადგილი. გვსურს, რომ ამ პროცესიდან საქართველო გამოვიდეს თავისუფალი, სამართლიანი და ყველასთვის მისაღები საარჩევნო სისტემით. გვესმის, რომ ამას ძალისხმევა სჭირდება. იმედი გვაქვს შედეგი პოზიტიური იქნება... მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია მართავს ქვეყანას, ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ვმუშაობთ. ასევე ვმუშაობთ ოპოზიციასთან. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ყველასთან და გვინდა ეს შევინარჩუნოთ. ჩვენთვის ღირებულია არასამთავრობო ორგანიზაციების, NDI-ის და IRI-ის საქმიანობა საქართველოში.

დემოკრატი კონგრესმენი დევიდ პრაისი ვაშინგტონში ქართული ოცნების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

კომენტარები