მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი

ვაშაძე: არ დავთანხმდებით, საქართველოში ბოგინობდნენ ის ფეოდალები, ვისაც მაჟორიტარები ჰქვია

არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს. იქნება რამე ისეთი, რომ ჩვენი საერთაშორისო მოკავშირეების თვალში გამოჩნდნენ ვითომ კონსტრუქციულებად და შეინარჩუნონ ყველანაირად ერთპიროვნული მმართველობის შესაძლებლობა, ანუ არჩევნებში მიაღწიონ ისეთს შედეგს, რომელიც შეუნარჩუნებს მათ ხელისუფლებას, რაც აბსოლუტურად შეუძლებელია. თუ ჩვენ არ მოვნახეთ საშუალება ჩავატაროთ ნორმალური, დასავლური სტანდარტების არჩევნები საქართველოში, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება.  ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უკვე დაგვენგრა საერთაშორისო რეპუტაცია, საქართველოს რეპუტაცია არ არის ის, რაც თუნდაც ორი წლის წინ იყო, ყველა სკეპტიკურად გვიყურებს და ჩვენი რომელიმე საერთაშორისო პოლიტიკური მიზნის მიღწევა, თითქმის შეუძლებელია ამ პირობებში. არ დავთანხმდებით რომ საქართველოში ბოგინობდნენ ის ფეოდალები, რომელსაც მაჟორიტარებს ეძახიან და რომლებიც არაფერი არ არის, თუ არა ამ ხელისუფლების დამრტყმელი ძალა. 

ენმ-ის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დაწყების წინ. უმრავლესობა ამბობს, რომ ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს ახალ წინადადებას შესთავაზებს.

კომენტარები