მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი

ვაშაძე "ოცნების" წინადადებაზე: ესაა არაადეკვატური პასუხი დღეს არსებულ ვითარებაზე

ხელისუფლება შესულია ძალაუფლებით ტკბობაში და ყველა მეთოდით ცდილობს, რომ როგორმე შეინარჩუნოს თავი. მათი შემოთავაზება იყო 100/50-ზე, ანუ 100 პროპორციული, 50 მაჟორიტარული, რომელიც აბსოლუტურად არასერიოზულ შემოთავაზებად შემიძლია ჩავთვალო.

ეს არის არაადეკვატური პასუხი დღეს არსებულ ვითარებაზე. დიპლომატების თხოვნით, ეს ფორმატი არ დაიშლება, მაგრამ, მე პირადად, ვფიქრობ, რომ დავიწყოთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა, უკვე იანვრიდან, რომ ვაჩვენოთ ამ არაადეკვატურ ადამიანებს, რომ მათ უნდა დატოვონ ხელისუფლების მართვის სადავეები.

ამბობს პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ. ქართული ოცნება ოპოზიციას სთავაზობს პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულად აირჩიონ. ესაა იმ წინადადების მთავარი შინაარსი, რაც ქართულმა ოცნებამ დღეს ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე წარადგინა. 

კომენტარები