შერეული საარჩევნო სისტემა

წულუკიანი ოცნების წინადადებაზე: თუ შევთანხდით, 2020 წლის არჩევნების მერეც უნდა იმოქმედოს

ოპოზიცია დღეს მესმის, რომ ემოციურად იყო განწყობილი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დაფიქრდებიან და შეიცვლიან პოზიციას, რომელიც არის განკითხვის დღის მოწყობის მუქარა იმიტომ, რომ ეს არის მუქარა, ვერავითარ განკითხვის დღეს ისინი ვერ მოაწყობენ. მათ განკითხვის დღეები მოაწყვეს წინა წლებში, მაგრამ ისინი, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ იცვლებიან, ასე ვერ მოვლენ ხელისუფლებაში, რომ კიდევ ერთხელ ხალხს განკითხვის დღე მოაწყონ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოპოზიცია ამ შეთავაზებაზე უნდა დაფიქრდეს. ამ მოდელზე თუ შევთანხმდებით, რომელიც უფრო მეტად პროპორციულია, მან უნდა იმოქმედოს 2020 წლის არჩევნების შემდეგაც

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ამის შესახებ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდის დასრულების შემდეგ ისაუბრა. ქართული ოცნება ოპოზიციის ინიციატივასა და სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებებზე დათანხმების ნაცვლად, ახალი ინიციატივით გამოვიდა - 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარული წესით აირჩიონ.

კომენტარები