სამთავრობო პროპაგანდა

მდინარაძე: "ოცნებას" მხარს ბოტები კი არა, ნამდვილები უჭერენ, რომლებსაც ვერავინ გააუქმებს

დღეს facebook-ში ზეიმი აქვთ ნაცებს, მათ ბოტებს და ტროლებს, “ოცნების” ბოტები და ტროლები გააუქმესო. სინამდვილეში ,,ქართულ ოცნებას” ნაც.მოძრაობის და მისი სატელიტებისგან განსხვავებით, მხარს ბოტები და ვირტუალური ადამიანები კი არ უჭერენ, არამედ ნამდვილები. ნამდვილები, რომლებსაც ვერავინ ვერასდროს მოერევა და ვერავინ ვერასდროს გააუქმებს!

დაწერა პარლამენტის ვიცე სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ფეისბუქზე. 20 დეკემბერს Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა.

კომენტარები