ვაჟა გაფრინდაშვილი

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: გაათავისუფლეთ ქართველი ექიმი უკანონო პატიმრობიდან

ნორვეგია მოგიწოდებთ, გაათავისუფლეთ ქართველი ექიმი გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან და ასევე, ნორვეგია სრულად იზიარებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

ნოვერგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ განცხადება გაავრცელა. საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა 20 დეკემბერს მიუსაჯა. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმაც, ოკუპირებულ ცხინვალს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

კომენტარები