მეუფე იაკობის ქადაგება

მეუფე იაკობი: შერიგებაზე ვამბობდი და მედია არ რეაგირებდა, როცა ცუდად მოვიქეცი, არ გაჩერებულან

როდესაც მე ხშირად ვამბობდი ხოლმე შერიგებაზე, არასდროს არ რეაგირებდნენ, როგორც კი ცუდად გამოთქვი, ცუდად მოვიქეცი, არ გაჩერებულან და თვეები ის გრძელდება ხოლმე ჩემს საქციელებზე, ისე განმიკითხავენ. ნურც ერთ მხარეს ნუ გადავუსვამთ თავზე ხელს, ჯობია გამოსწორდნენ და საქართველოსთვის იზრუნონ და არა პარტიული საჭიროებისთვის. ვერც ერთი პარტია საქართველოს ვერ უშველის, ვერც ერთი ადამიანი ცალკე საქართველოს ვერ უშველის. ყველა გავერთიანდეთ და ვუშველოთ საქართველოს. მერე აღარც ლუკას რაც შეემთხვა, ისეთი ამბები გვექნება და აღარც ცოტნეს რაც შეემთხვა. 

თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობ იაკობაშვილმა დღევანდელი ქადაგების დროს.

კომენტარები