ვაჟა გაფრინდაშვილი

თალაკვაძე: ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში დროზე დაბრუნებულიყო

რაც ექიმ გაფრინდაშვილის შემთხვევაში მოხდა, ეს არის ყოველგვარი ადამიანური წესების, საერთაშორისო სამართლის და ყველაზე მინიმალური სტანდარტების წინააღმდეგ. თუკი ოდნავი პრეტენზია გაქვს, რომ რამეს მართავ საერთოდ, დეფაქტო ხელისუფლებაშიც კი, ესეთი რამე არ უნდა გააკეთო, ეს არის მაგალითი როგორ არ უნდა მოიქცე და ეს არის მაგალითი როგორ შეიძლება ყველაზე უარესად წარმოაჩინო შენი თავი, როდესაც ექიმს აპატიმრებ, რომელიც არც ერთ სამართალში, არც ერთ ისტორიაში, არც ერთ საუკუნეში არ უნდა იყოს ძალადობის, ტყვეობის ობიექტი. მერე რაც მოხდა თქვენ კარგად ნახეთ, ოჯახმა გულწრფელად თქვა თავისი პოზიცია, მიმართა ხელისუფლებას, ჩვენ ვიცოდით ის რისკებიც თუ ამის პოლიტიზირება მოხდებოდა, ამაში უფრო ძვირ ფასს გადაგვახდევინებდნენ ჩვენ როგორც ხალხს და სახელმწიფოს რუსები და რუსეთის ფედერაცია, რომელიც პასუხისმგებელია ოკუპაციაზე. ეს ვიცოდით, მიუხედავად ამისა ოპოზიციის ნაწილმა მაინ გააკეთა ბევრი სპეკულაციები. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ის სახლში დაბრუნებულიყო დროზე, ეს ძალისხმევა დღემდე გრძელდება და მე დარწმუნებული ვარ რომ ის უახლოეს დღეებში დაბრუნდება სახლში. 

არჩილ ტალაკვაძემ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ იმედის ეთერში ისაუბრა. საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა 20 დეკემბერს მიუსაჯა

კომენტარები