ვაჟა გაფრინდაშვილი

თალაკვაძე გაფრინდაშვილზე: ამ თემაზე იყო პოლიტიკური სპეკულაციები ოპოზიციის ნაწილისგან

მან [ვაჟა გაფრინდაშვილმა] თავისი ქცევით, თავისი სასამართლოზე გაკეთებული განცხადებებით აჩვენა თავისი პრინციპული პოზიცია, რაც არის ჩვენი პოზიცია ასევე, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე კომპრომისი ვერ იქნება, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ პოლიტიკურ სპეკულაციებს არ უნდა შევწიროთ არც ერთი ოჯახის უსაფრთხოება, არც ერთი ექიმის უსაფრთხოება და ფაქტი არის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იყო პოლიტიკური სპეკულაციები ოპოზიციის ნაწილის მხრიდან და მისმა მეუღლემაც ძალიან დელიკატურად მოუწოდა ყველას, რომ პოლიტიკურ და უპასუხისმგებლო განცხადებებს ამასთან დაკავშირებით ნუ გააკეთებთო, მე მოვისმინე ეს განცხადება და ამის ქვეტექსტი რა იყო თქვენც კარგად ხვდებით. 

არჩილ თალაკვაძემ ვაჟა გაფრინდაშვილზე იმედის ეთერში ისაუბრა. ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა 20 დეკემბერს მიუსაჯა.

კომენტარები