როგორც ქვეყანა, აღმოვჩნდით ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. მთელი ცივილიზებული სამყარო დეზინფორმაციის საშუალებებს ებრძვის და დღეს, ეს ყველასთვის პრობლემაა.
საქართველოში მხოლოდ ერთი პარტია არ იყენებს ყალბ გვერდებს და გასაუქმებელი კიდევ ბევრია. რაც შეეხება რეაგირებას, რეაგირება არის აუცილებელი და მე ვფიქრობ, რომ აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით. მათი ვალდებულებაა, შეისწავლონ ვინ აფინანსებს დეზინფორმაციის გავრცელებას.