აშშ-საქართველო

ჩერგოლეიშვილი: "მეოთხე ტალღა" პროექტია, რომელშიც აშშ-მა მილიონები ჩადო და ცხადია, ახსენებდა

ქებას ვხედავ იმ პროექტის, რომელშიც ამერიკამ 18 მილიონი დახარჯა და ევროკავშირმა, მგონი, ორჯერ მეტი. ეს "მეოთხე ტალღა", რაზეც საუბრობენ, უდიდესწილად ამერიკისა და ევროკავშირის ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული და, ბუნებრივია, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი როცა აკეთებს განცხადებას, აუცილებლად აღნიშნავს თუნდაც თავისი გადასახადის გადამხდელისთვის, რომ მათ ფულს უკვალოდ არ ხარჯავს. "მეოთხე ტალღა" კონკრეტული პროექტია საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, ამას იწონდებენ და არა მოსამართლეების არჩევას და ა.შ. გადახედეთ მათ წინა განცხადებებს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით და დაინახავთ. თავიანთს პროექტს იწონებენ, რომელიც მთავრობასთან თანამშრომლობით განახორციელეს. არანაირი კომპლიმენტი ეს მთავრობის მიმართ არ არის. 

კომენტარები