ტოტალურ უსინდისობასთან გვაქვს საქმე ქართული ოცნების მხრიდან. როდესაც საუბრობენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში პოზიტიურად არის შეფასებული სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღა, აქაც იტყუება ბატონი კობახიძე, იმიტომ რომ მეოთხე ტალღა საერთოდ არ ეხებოდა უზენაეს სასამართლოს, ეხება იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და მოსამართლეთა დისციპლინური პასუხიმგებლობის საკითხებს. ცხადია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ვერ და არ იქნებოდა თუნდაც კონგრესმენების მსგავსი, იმიტომ რომ ეს არის ინსტიტუტის განცხადება, რომელიც როგორც წესი უნდა იყოს მომრგვალებული, უნდა იყოს შერბილებული, როცა პარტნიორ ქვეყანას ელაპარაკება, მაგრამ ამ შერბილებაშიც კი ჩანს მითითებები, რაც ქართულმა ოცნებამ უნდა შეასრულოს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება
უგულავა: სახ. დეპ-ის განცხადება პარტნიორი ქვეყნისადმი შერბილებულია, მაგრამ ჩანს მითითებები
tbl.ge/4b9o
დაკოპირდა
ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე.
ამავე თემაზე
- ვაშაძე: სახ. დეპ. დაჟინებით მოითხოვს ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას
- პოზიტიური შეფასება და მოწოდება პროგრესის განმტკიცებაზე - მდინარაძე სახ. დეპ-ის განცხადებაზე
- თურნავა: სახ. დეპარტამენტის განცხადება საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერაა
- ვოლსკი: ვერანაირი თარგმანი ვერ დაამახინჯებს იმას, რაც წერია სახ. დეპ-ის განცხადებაში
- კობახიძე: ვისაც კითხვა შეუძლია, ძალიან კარგად იცის, რომ სახ. დეპ-ის განცხადება მხარდამჭერია