პრეზიდენტის შეწყალებები

ზურაბიშვილი: თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, შეწყალება უნდა შეეხოს ძალიან მძიმე დანაშაულებსაც კი

მთელმა საზოგადოებამ მეტი იცის ამ შეწყალების აქტებზე, ვიდრე მე მეგონა და ბევრი კითხვა, რომელიც დაისვა, დაისვა უფრო ნიშნის მოგებით, ვიდრე იმიტომ რომ არ იცოდა საზოგადოებამ. მეორე - შეწყალება უნდა შეეხოს ასევე, თუ საჭიროება არის, ძალიან მძიმე დანაშაულებსაც კი, თუკი პრეზიდენტი გადაწყვეტს და ხშირ შემთხვევაში სხვა ქვეყნებში მკვლელებსაც ეხება, ანუ ჩვენ ანგელოზებს და უდანაშაულო ადამიანებს არ ვიწყალებთ და შეწყალება არ ნიშნავს, რომ ადამიანი უდანაშაულო იყო, პირიქით, შეწყალების საფუძველი არის ადამიანის მიერ აღიარება თავისი დანაშაულის.

მთავარი აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, რომ მე არ ვხსნიდი იმ არგუმენტებს თუ რატომ შევიწყალე ერთი ან მეორე ან მესამე და მეოთხე. ეს არის მთავარი აუცილებლობა შეწყალების დროს, რამეთუ შეწყალება არ არის სასამართლო გადაწყვეტილების გამოსწორება. როგორც კი პრეზიდენტი დაიწყებდა თავისი არგუმენტების მოტანას, რა გარემოებების გამო მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ნაწილი საზოგადოებისთვის შეიძლება მიუღებელი ან მისაღები იყოს, მაშინათვე ისმევა საკითხი, პრეზიდენტის არგუმენტები უფრო მაღლა დგას, ვიდრე სასამართლოსი.

თუ არა და შემდეგ იწყება მსჯელობა იმაზე ეს რატომ ის რატომ როგორ იქნებოდა, ყველას ექნებოდა აზრი და ჩვენ საჯარო სივრცეში შემოგვაქვს დისკუსია, იმ კერძო საკითხებზე... მეორე სასამართლო არ უნდა გავმართოთ, ეს არც ოჯახებისთვის არის სწორი, არც მსჯავრდებულებისთვის და არც დაზარალებულების ოჯახებისთვის. აუცილებელია, რომ აქ კონფიდენციალურობა იყოს შენარჩუნებული და ბოლოს და ბოლოს ეს არის დისკრეციული უფლება, რომელზედაც ახსნა არ შეიძლება განმარტება არ შეიძლება. 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველ არხთან ინტერვიუში შეწყალებების სკანდალზე საუბრობს. მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა შორის მკვლელობაში მსჯავრდებული რამდენიმე პირი იყო.

კომენტარები