კალაძე: დღეს არის კათოლიკური შობა, ვულოცავ ყველას, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს

დღეს არის 25 დეკემბერი, კათოლიკური შობა, მინდა, მივულოცო ყველა ჩვენს თანამემამულეს, ჩემს მეგობრებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, მინდა ვუსურვო მშვიდობა, მშვიდობიანი დღეები, სიკეთით, სიხარულით, იმედით აივსოს ადამიანების გულები ამ ბრწყინვალე დღესასწაულს

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომა მილოცვით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ 25 დეკემბერს შობას კათოლიკე ეკლესიის და პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობის გარდა, 10 ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესიაც ზეიმობს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები