პატრიარქის აღსაყდრების იუბილე

ივანიშვილი: სახელმწიფოც და ეკლესიაც გააზრებულად და მომართულად ასრულებენ თავის ფუნქციებს

მოგესალმებით ყველას და გილოცავთ დღევანდელ დღეს, ვულოცავ ჩვენს საყვარელ პატრიარქს, მის უწმიდესობას აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს.

მოგეხსენებათ, როგორი რთული იყო ეს 42 წელი, როგორი განსაცდელი ჰქონდა ჩვენს ქვეყანას რამდენიმე წლის წინ, თუ გნებავთ.

42 წლის განმავლობაში უამრავი გამოწვევა და განსაცდელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, უდიდესია ჩვენი დედა ეკლესიის წვლილი და მისი უწმინდესობის, პატრიარქის წვლილი იმ დაბნეულობის დროს, როცა აბსოლუტურად საჭიროებდა ერი სწორებას, ძალიან ხშირად ყველაზე დიდი საყრდენი და სწორებაც სწორედ ეკლესია და მისი უწმიდესობა გახლდათ.

დღესაც მოგეხსენებათ, რომ რთულია ჩვენი ყოფითი თუ სულიერი ცხოვრება და ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან ორგანიზებული და გააზრებული მართვა, როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია თავის ფუნქციებს ძალიან გააზრებულად და მომართულად ასრულებენ, რათა ჩვენ გადავლახოთ ყველა გამოწვევა და ჩვენი ქვეყანა გამარჯვებისკენ წავიყვანოთ, ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვოთ ჩვენს საყვარელ პატრიარქს

ბიძინა ივანიშვილი სვეტიცხოველში, სადაც ილია მეორის აღსაყდრებისადმი მიძღვნილი წირვა მიმდინარეობს, სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები