პატრიარქის აღსაყდრების იუბილე

გახარია: პატრიარქი ჩვენი მწყემსია, შეუფასებელია მისი ღვაწლი მშვიდობის შენარჩუნების საქმეში

დღეს, საქართველოს და სრულიად მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ჩვენი უწმინდესის , ჩვენი პატრიარქის აღსაყდრების 42 წელს. 42 წლის წინ აი ამ ტაძარში, სვეტიცხოველში მოხდა ინტრონიზაცია პატრიარქის, მას შემდგომ ყველა წელი იყო უმძიმესი და მისი უწმინდესობის მწყემსობით, ქვეყანა მოვიდა დღემდე გამარჯვებული. ჩვენ შეუძლებელია შევაფასოთ პატრიარქის ღვაწლი ქვეყნის წინაშე. შეუძლებელია შევაფასოთ მისი ღვაწლი ეკლესიების მშენებლობაში, საგანმანათლებლო მიმართულებით და ქვეყანაში სიმშვიდის და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. პატრიარქი არის ჩვენი მწყემსი და რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობის სახელით, მე ვულოცავ მას ამ დიდ დღესასწაულს. ვულოცავ სრულიად საქართველოს და სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და ბევრი ბევრი ხანი და ბევრი ბევრი წელი კიდევ მწყემსოს ჩვენი საქართველო.

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია სვეტიცხოველში, სადაც ილია მეორის აღსაყდრებისადმი მიძღვნილი წირვა მიმდინარეობს, სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები