პატრიარქის აღსაყდრების იუბილე

თალაკვაძე: მადლობა ღმერთს, ჩვენს ქვეყანას გადმოეცა იმედი, დაიწყო ხიდების, გზების შენება

ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღეს, პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელი გავიდა. ვულოცავ ჩვენს უწმინდესს და უნეტარესს, კათოლიკოს პატრიარქს და მეც, როგორც ერთი მოქალაქე, ერთი შვილი ჩვენი დიდი ოჯახის, მადლობას ვუხდი მას ღვაწლისთვის.

ამ წლების განმავლობაში იყო ეკლესია-მონასტრების შენება, რწმენაში დაბრუნება, ბევრი ნუგეში, ჩვენი თანამოქალაქეების შემოერთება და მათი გაძლიერება საზღვარგარეთ. იყო ქართული ჭეშმარიტი ტრადიციების გაძლიერება, საგალობლების აღდგენა და მისი გამოყენება ეკლესია-ტაძრებში და ბევრი სხვა საქმე, რასაც ჩვენს მადლიან ქართულ ენაზე ჰქვია ღვაწლი. დღეს კათოლიკოს პატრიარქი ამ მრავალწლიანი ღვაწლით არის ჩვენ წინაშე და მინდა, თავმდაბლად მივულოცო და ვუსურვო დღეგრძელობა.

იყო წლები, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ ინგრეოდა, ინგრეოდა ის, რაც წლების განმავლობაში ააშენეს ჩვენმა წინაპრებმა, იყო ძმათა შორის დაპირისპირება, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ჩვენს ქვეყანასაც გამოეცა ახალი იმედი, რწმენა. სახელმწიფომ დაიწყო ხიდების შენება, გზების შენება. პატრიარქიც აშენებდა ხიდებს, ოღონდ ადამიანებს შორის. პატრიარქიც აშენებდა გზებს, ოღონდ ჩვენს შორის. პატრიარქი აშენებდა ჩვენს ქვეყანას და მინდა, ამისთვის კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა.

გილოცავთ ყველას და დღეგრძელობა ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს. 

არჩილ თალაკვაძე სვეტიცხოველში, სადაც ილია მეორის აღსაყდრებისადმი მიძღვნილი წირვა მიმდინარეობს, სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები