საგადასახადო დავალიანება

წულუკიანი 3 ტელევიზიის ანგარიშზე ინკასოს დადებაზე: ხალხს უნდა დაუბრუნდეს ფული, რაც ეკუთვნის

შერჩევითი ისაა, როდესაც ზოგი ტელევიზია იხდის გადასახადს და ზოგი არა და ვინც არ იხდის მას სახელმწიფო პატიობს - ესაა შერჩევითი.

ამიტომ, ეს შერჩევითობა უნდა დასრულდეს და ყველა კერძო კომპანიამ, მათ შორის ტელევიზიებმაც, გადაიხადონ ის დავალიანება, რაც უკვე მრავალი თვეა აქვთ სახელწიფო ბიუჯეტის წინაშე.

ეს სახელმწიფო ბიუჯეტი არ ეკუთვნის რომელიმე მინისტრს, ან კერძო კომპანიას. ეს სახელმწიფო ბიუჯეტი ეკუთვნით მათ, ვინც ჩვენ გვისმენს, ანუ ხალხს. შესაბამისად, ხალხს უნდა დაუბრუნდეს ის ფული, რაც მას ეკუთვნის.

ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტვ პირველის, რუსთავი 2-ის და კავკასიის ანგარიშებზე ინკასოს დადებას. ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ტელევიზიები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ დავალიანება, 23 დეკემბერს გააფრთხილა. უწყებამ ტელევიზიებს ერთი დღის ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.

კომენტარები